All Courses
ეს პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს „სოკარ ჯორჯია
გაზში”დანერგილი ISO45001 სტანდარტის
და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების, აქტებისა და დადგენილებების
დაცვა, რაც უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში მყოფი
პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
ეს პროცედურა მოიცავს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისათვის გაზის უწყვეტი მიწოდების, ზუსტი აღრიცხვის,
დანაკარგების შემცირების, საფასურის სრულად ამოღების, ბიზნეს პროცესების პროგრამული ასახვის და ეფექტურობის
ძირითადი მაჩვენებლების კვლევის პროცესებში გაუმჯობესების შესაძლებლობების დადგენას.
წინამდებარე პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს
„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია.მონაცემთა ბაზის შექმნა
და განახლება, უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვა, ლიცენზიების მოდიფიცირებისთვის, სარეაბილიტაციო
ხაზოვანი ნაგებობების (გაზის მილების) იდენტიფიკაცია, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება
და ქონების შეფასება.
მიმდინარე დოკუმენტში გაწერილია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საწყობებში მასალების განთავსების ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია კომპანიის სასაწყობო ინვენტარის თავისებურებების სრულად გათვალისწინებით.
ინსტრუქცია დაყოფილია ზოგად და კონკრეტულ კატეგორიებად. ზოგად კატეგორიაში შემავალი მითითებები სავალდებულოა დაცული იყოს ინვენტარის თავისებურებების მიუხედავად ყველა შემთხვევაში, ხოლო კერძო კატეგორიაში შემავალი მითითებები გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული კატეგორიის მასალების დასაწყობების შემთხვევაში.
წინამდებარე პროცედურა მოიცავს მომსახურებისა და საქონლის
შესყიდვის პროცესს. პროცედურის მიზანია აღნიშნული პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური,
გამჭვირვალე და გამართული.
ეს პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზში“ ახალი გაზგამანაწილებელი და სარეაბილიტაციო ქსელის მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესის გამართულ, თანმიმდევრულ და კონტროლირებულ მუშაობას.
დოკუმენტი აღწერს იმ ქმედებათა თანმიმდევრობას, რომელთა
დაცვითაც უნდა შესრულდეს ოდომეტრის კალიბრაცია.