All Normative Documents

Name Normative Order Created On Description
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროცედურა ND-SGG-RW-2023-07-18/13/03 18/07/2023

ეს პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზში”დანერგილი ISO45001 სტანდარტის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების, აქტებისა და დადგენილებების დაცვა, რაც უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში მყოფი  პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

ანალიტიკის სამსახურის პროცედურა ND-SGG-RW-2023-08-25-01/02 27/08/2023

ეს პროცედურა მოიცავს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისათვის გაზის უწყვეტი მიწოდების, ზუსტი აღრიცხვის, დანაკარგების შემცირების, საფასურის სრულად ამოღების,  ბიზნეს პროცესების პროგრამული ასახვის და ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების კვლევის პროცესებში გაუმჯობესების შესაძლებლობების დადგენას.

Test შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროცედურა ND-SGG-RW-2023-07-18/13/03 09/11/2023


შიდა ნორმატიული დოკუმენტის შექმნის სტანდარტი ND-SGG-RW-2023-05-15/02/01 10/11/2023

წინამდებარე სტანდარტი განსაზღვრავს კომპანიის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმნის წესსა და სტრუქტურას, მათი უნიფიცირებისა და სტანდარტიზაციის მიზნით

ნორმატიული დოკუმენტი - ქონების მართვის სამსახურის პროცედურა ND-SGG-RW-2023-07-21/15/02 13/11/2023

წინამდებარე პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია.მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვა, ლიცენზიების მოდიფიცირებისთვის, სარეაბილიტაციო ხაზოვანი ნაგებობების (გაზის მილების) იდენტიფიკაცია, ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება და ქონების შეფასება.

საწყობში ინვენტარის კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით შენახვის ინსტრუქცია ND-SGG-RW-2023-07-10/09/01 13/11/2023

მიმდინარე დოკუმენტში გაწერილია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საწყობებში მასალების განთავსების ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია კომპანიის სასაწყობო ინვენტარის თავისებურებების სრულად გათვალისწინებით.

ინსტრუქცია დაყოფილია ზოგად და კონკრეტულ კატეგორიებად. ზოგად კატეგორიაში შემავალი მითითებები სავალდებულოა დაცული იყოს ინვენტარის თავისებურებების მიუხედავად ყველა შემთხვევაში, ხოლო კერძო კატეგორიაში შემავალი მითითებები გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული კატეგორიის მასალების დასაწყობების შემთხვევაში.


გაზიფიცირებული აბონენტების/მომხმარებლების GIS პროგრამაში რედაქტირების/დამატების პროცედურა ND-SGG-RW-2023-09-08-01/02 13/11/2023

დოკუმენტის მიზანია იმ ქმედებათა აღწერა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ანულირებული ან დემონტაჟებული გაზსადენი ქსელის GIS სისტემაში აქტუალიზება.

საინვესტიციო გეგმის შემუშავების და მართვის პროცედურა ND-SGG-RW-2023-06-27/04/01 15/11/2023

დოკუმენტი აღწერს, როგორ ხდება კომპანიაში 5 წლიანი საინვესტიციო გეგმის შემუშავება, შეფასება, შეთანხმება შესაბამის სტრუქტურებთან, წარდგენა, დამტკიცება და მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამართულ, თანმიმდევრულ და კონტროლირებულ მუშაობას

აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის პროცედურა ND-SGG-RW-2023-09-08-02/03 15/11/2023

წინამდებარე პროცედურა განსაზღვრავს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) საქმიანობის წარმართვის ზოგად პრინციპებს და დარღვევების გამოვლენის მიზნით რეგიონული ოფისების შემოწმების წესს.

მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის პროცედურა ND-SGG-RW-2023-08-22-01/02 20/11/2023

წინამდებარე პროცედურა მოიცავს მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის პროცესს. პროცედურის მიზანია აღნიშნული პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური, გამჭვირვალე და გამართული.

უძრავი ქონების პროექტირების, მშენებლობის, რეგისტრაციისა და შემდგომი განკარგვის პროცედურა ND-SGG-RW-2023-10-03-02/12 30/11/2023

ეს პროცედურა აღწერს, თუ როგორ ხდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზში“ ახალი გაზგამანაწილებელი და სარეაბილიტაციო ქსელის მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესის გამართულ, თანმიმდევრულ და კონტროლირებულ მუშაობას.

ოდომეტრის კალიბრაციის ინსტრუქცია ND-SGG-RW-2023-11-22-02/02 04/12/2023

დოკუმენტი აღწერს იმ ქმედებათა თანმიმდევრობას, რომელთა დაცვითაც უნდა შესრულდეს ოდომეტრის კალიბრაცია.